დაჭრილი, ძვლებისგან და კანისგან გასუფთავებული ქათმის ხორცი დაბრწეთ კარაქში, დაამატეთ 1 ტავი დაჭრილი ხახვი და განაგრძეთ შუშვა დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაასხით ღვინო, ჩაამატეთ მწიკვი მუსკატის კაკალი, მიხაკი, კონიაკი და 15 წუთი კიდევ შუშეთ მაღალ ცეცხლზე. ცალკე მოშუშეთ დაჭრილი სოკო ხახვთან და ნიორთან ერთად. დაასხით ათქვეფილი კვერცხი და შეწვით. ორივე გულსართს დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.ღუმელის ფორმაშიჩააფინეთ 6 ფურცელი ფილოს ცომი, შიგა და შიგ წაუსვით გამდნარი კარაქი ან ზეთი დაადეთ გულსართი: მოშუშული სოკო და ქათმის ხორცი. ქათმის ხორცს ზედმეტი წვენი გადავუწუროთ. ზემოდან დააფინეთ ასევე ცხიმწასმული ფილოს ფურცლები. გვერდები კარგად შემოუკეცეთ და გამოაცხეთ 20 წუთი 180 გრადუსზე.ფილოს ცომის ჩანაცვლება შეიძლება ფენოვანი ცომითაც.