ამ გემრიელი, ნამდვილი ზამთრის დესერტის მოსამზადებლად საჭიროა ნიგოზი ან ნუში მსუბუქად მოვხალოთ, გავაციოთ და ბლენდერში დავფქვათ.ჩავყაროთ ჯამში დაფქული ნიგოზი, ფქვილი, შაქარი, ვანილი, დარიჩინი, მწიკვი მიხაკი და შევურიოთ გამდნარი კარაქი და კვერცხი. კარგად ავურიოთ და მიღებული ცომი მაცივარში შევინახოთ 1 საათი.ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე, ორ 15 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ ცხიმი და გადავიტანოთ გაბრტყელებული ცომი. ფორმის კიდეებიდან გადმოსული ზედმეტი ცომი მოვაჭრათ და ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ. დავასხათ ჟოლოს ჯემი.ცომის გადანაჭრები ერთად მოვაგროვოთ, გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ ვარსკვლავები, გულები ან ყვავილები. დავალაგოთ ნამცხვარზე ზემოდან. გამოვაცხოთ ღვეზელები დაახლოებით 40 წუთი . სუფრასტან მიტანამდე კარგად უნდა გავაციოთ და შაქრის პუდრა მოვაყაროთ