ნიგოზი ბლენდერში დაფქვით მსხვილად ან ხელით დაჭერით წვრილად. ზეფირები შუაზე გადაჭერით, წვერები მოაჭერით, უნდა მიიღოს შედარებით ბრტყელი ფორმა.მოხარშეთ კრემი ტორტისთვის. ამისთვის შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ რძე. გამუდმებული მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე მაგრამ არ აადუღოთ. რომ გასქელდება გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააციეთ. ათქვიფეთ კარაქი და ნაწილ ნაწილ შეათქვიფეთ მოხარშული კრემი.ამის შემდეგ ფორმაში ჩააფინეთ კულინარიული ცელოფანი. ძირზე გაანაწილეთ ზეფირი, ისე რომ არ დარჩეს თავისუფალი ადგილი, ნაპრალები ამოავსეთ ზეფირის ნატეხებით. შემდეგ წაუსვით გაციებული კრემი, მოაყარეთ დაჭრილი ნიგვზის სქელი ფენა. შემდეგ კვლაფ ზეფირის ფენა გაანაწილეთ, წაუსვით კრემი და შემდეგ ნიგოზი. მსუბუქად დააწექით ხელით, რომ დაიტკეპნოს და კარგად შეიკრას მთლიანი მასა. მესამე ფენა კვლავ ზეფირი, შემდეგ კვლავ კრემი და ბოლოს დატეხილი ხრაშუნა ნამცხვრები. ტორტი აუცილებლად უნდა ჩატკეპნოთ, რათა ფორმა დაიჭიროს და შემდეგ არ დაიშალოს. შედგით მაცივარში რამდენიმე საათი. ამოღების შემდეგ მორთეთ თქვენი გემოვნებით