მარგარინი და კარაქი აურიეთ ფქვილთან, შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი. გაყავით 12-12 ნაწილად, გაახვიეთ ცელოფანში და მაცივარში გააციეთ 30-50 წუთი. ამის შემდეგ გააბრტყელეთ თითოეული გუნდა და გამოაცხეთ საშუალო ცეცხლზე გახურებულ ტაფაზე თითო წუთი ორივე მხრიდან, რომ ფირფიტები ლამაზად დაიბრაწოს. მოამზადეთ კრემი: 500 მლ რძეს დაამატეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დანარჩენ რძეში გახსენით ფქვილი, ვანილი, კვერცხი. ეს მასა ჩაუშვით მდუღარე რძეში და თან ურიეთ. როგორც კი კრემი შესქელდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააციეთ. შემდეგ შეათქვიფეთ კარაქი.ფირფიტებს შემოაჭერით უსწორმასწორო გვერდები.თითოეულ ფირფიტას წაუსვით კრემი, მოაყარეთ დაფქული ნუში ან ნიგოზი, დაალაგეთ ერთმანეთზე, მსუბუქად დააწექით. ზემოდან მოაყარეთ დაფშვნილი ჩამონაჭრები.მზა ტორტი გააჩერეთ მაცივარში, რომ კარგად დარბილდეს.