ვაშლი ოთხად გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და კანიანად თხლად დავჭრათ. ნიახური პატარა კუბებად დავჭრათ, მწვანე ხახვი – წვრილად.დაჭრილი ვაშლი, ნიახური და ხახვი ავურიოთ, მოვასხათ ბალზამიკო, მოვაყაროთ მარილი და მომზადებისთანავე მივირთვათ.ამ სალათისთვის გამოდგება არა ნიახურის ფოთლები, არამედ მისი მსხვილი ღეროები, რომელთა შეძენაც სუპერმარკეტებში შეგვიძლია.