ხახვი წვრილად დავჭრათ, სტაფილო მსხვილ სახეხზე გავხეხოთ, ზეთისხილი კი რგოლებად დავჭრათ. წიწაკას თესლები გამოვაცალოთ და ჩხირებივით დავჭრათ. ლობიოს წვენი გადავუწუროთ, შევურიოთ დაჭრილი ბოსტნეული, დავამატოთ თინუსი, რომელსაც წინასწარ ჩანგლით დავშლით და დავანაწევრებთ. დავამატოთ დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი მწვანე ხახვიც (შეგვიძლია სხვა მწვანილით შევცვალოთ). შევაზავოთ მარილით და მწარე წითელი წიწაკით გემოვნების მიხედვით. მოვასხათ ზეითუნის ზეთი. სალატა მზადაა! გემრიელად მიირთვით.