ავთქვიფოთ ცილისგან მკვრივი ბეზე. შევათქვიფოთ შაქარი. ცალკე მსუბუქად, ჩანგლით ავთქვიფოთ გულები და ცხიმი, დავამატოთ ბეზეს. დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი. ფრთხილად, მიქსერის გარეშე შევურიოთ. მიღებული ცომი ჩავასხათ საშუალო ზომის გვერდებმოსახსნელ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, სანამ ღია ოქროსფრს არ მიიღებს. სანამ ბისკვიტი ცივდება, ჟელატინი დავალბოთ ცოტა წყალში. ხაჭო გავატაროთ საცერში, რომ კოშტები დაიშალოს და ფაფუკი გახდეს. ავთქვიფოთ შაქართან ერთად. დავამატოთ არაჟანიც. დამბალი ჟელატინი გავადნოთ და შევურიოთ კრემს.ბისკვიტი გავჭრათ ორად. ერთი ფენა ჩავდოთ იმავე ფორმაში, რაშიც გამოცხვა, დავასხათ კრემი და დავადოთ მეორე ფენა ბისკვიტი. შევდოთ მაცივარში. სანამ ჟელატინიანი კრემი მაგრდება, მოვამზადოთ ხილი და ჟელე.ხილი სეზონზე რა თქმა უნდა ახალი იქნება, ისე კი გაყინულიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ახალი ჟოლო სწრაფად გაავლეთ ცივ წყალში და გააშრეთ. დაალაგეთ ტორტის ზემოდან. მზა, წითელი ფერის ჟელე მოამზადეთ პაკეტზე მითითებული ინსტრუქციის თანახმად. როგორც კი შემაგრებას დაიწყებს, გადაიტანეთ ხილზე და შეაბრუნეთ მაცივარში. დაგჭირდებათ 2 ჭიქა მზა ჟელე, ამიტომ შეიძინეთ შესაბამისი რაოდენობის მზა ფხვნილი.თუ ჟელეს თავად ამზადებთ წითელი წვენით, დაამატეთ 1 -1.5 ს.კ ჟელატინი 2 ჭ წვენზე ან ინსტრუქციის მიხედვით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟოლოს კომპოტი ან წყალში გახსნილი მურაბის წვენი.