სოკო ქარეცხეთ და გაამშრალეთ, მოაცილეთ ძირები. წვრილად დაჭერით სოკოს ძირები, ხახვი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაამატეთ დარბილებული კარაქი და აურიეთ. ამოავსეთ სოკოს ქუდები, ზემოდან დაადეთ სულგუნის ნაჭრები და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთი. უგემრიელესია!