წითელი ბისკვიტისთვის შეგიძლიათ გამოაცხოთ ნებისმიერი მარტივი კექსი მაწვნით, არაჟნით ან კეფირით. არ დაამატოთ კაკაო, ქიშმიში ან სხვა დანამატი, გარდა წითელი საკონდიტრო საღებავისა. გამოაცხეთ, გააციეთ და დაფშვენით. შემდეგ შეურიეთ დაახლოებით ნახევარი ჭიქა ნაღები და აურიეთ. მიიღებთ ნოტიო, წებოვან ცომივით მასას, რომელიც ადვილად იტკეპნება და იჭერს ფორმას.ტორტის თეთრი ბისკვიტისთვის ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სანამ ჰაეროვან ფაფუკ მასას არ მიიღებთ. დაამატეთ კვერცხები სათითაოდ, შემდეგ რძე, ვანილი, შემდეგ მშრალი ინგრედიენტები. მიღებული ცომით უნდა გამოაცხოთ 4 ფირფიტა ცალ-ცალკე. ასევე შეგიძლიათ 1 ან 2 დიდი ბისკვიტი გამოაცხოთ და შემდეგ გადაჭრათ 4 ან 2 ფირფიტად.გამოსაცხობი ფორმა უნდა იყოს 22 სმ დიამეტრის. მოამზადეთ თქვენი სასურველი კარაქიანი კრემი. ერთმანეთს დაადეთ ორ-ორი ფირფიტა. წაუსვით კრემი.აიღეთ 2 ხის ჩხირი, გადააბით ძაფით იმ ზომაზე, რა რადიუსის გულის გაკეთებასაც გეგმავთ. სასურველია ნაპირებიდან 3 სმ მაინც დატოვოთ თავისუფალი. ერთი ჩხირი ჩაარჭეთ ტორტის ცენტრში, მეორეთი კი მოხაზეთ წრე. დანით ისე ამოჭერით, რომ ტორტის ძირი არ დააზიანოთ, ხოლო დანის წვერო ცენტრისკენ მიმართოთ. ასევე გამოჭერით ტორტის დარჩენილი ორი ფორმა ერთად. ამონაჭრებისგან გააკეთეთ საშუალო ზომის კონუსი და ერთი ტორტის ძირში მოათავსეთ. მოასწორეთ და მოალამაზეთ შეძლებისდაგვარად. მეორე ტორტში კონუსი საჭირო არ არის. ორივე მათგანი ამოავსეთ წითელი ბისკვიტით და კარგად ჩატკეპნეთ. 20 წუთით მაცივარში შედგით. შემდეგ თეთრ ნაპირებზე კრემი მოუსვით და ერთმანეთს დაადეთ, ისე რომ კონუსიანი ტორტი ზემოდან მოაქციოთ. წაუსვით კრემი გარედან და მორთეთ როგორც გნებავთ.გაჭრისას ტორტში გამოისახება გული.