ბროკოლი დაანაწევრეთ და მდუღარე მარილიან წყალში მოწალეთ 1 წუთი. გადაავლეთ ცივი წყალი და გადაიტანეთ საწურზე. ხახვი დაჭერით ძალიან თხლად, ნუში ბლენდერით ან დანით მსხვილად დააქუცმაცეთ. ვაშლი თხლად დაჭერით და ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ. სოუსისთვის შეურიეთ ლიმონის წვენი, თაფლი, დაჭყლეტილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი. მოასხით სალათას და მიირთვით.ეს სალათა იდეალურია შემწვარ ხორცთან გარნირად.