ბოსტნეული გავასუფთავოთ. კარტოფილი, სტაფილო და ყაბაყი წვრილ სახეხზე გავხეხოთ, ხახვი მსხვილზეც შეგვიძლია. ოხრახუში დავჭრათ წვრილად. შევურიოთ ერთმანეთს ბოსტნეული, თინუსი (წვენი გადავუწუროთ), კვერცხი, მწვანილი, საფანელი, მარილი და პილპილი.გავაკეთოთ კატლეტები და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან