ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, დაბრაწეთ დაჭრილი ძეხვის ნაჭრები, დაამატეთ ხახვი და ნიორი, მოშუშეთ. დაამატეთ ბულიონი, პომიდორი, ნაღები და წამოადუღეთ. შემდეგ დაამატეთ მოხარშული, გადაწურული მაკარონი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ.შუშეთ 1-2 წუთი, შემდეგ მოაყარეთ ყველი, კარგად ამოურიეთ, დაამატეთ მწვანე ხახვი და მიიტანეთ სუფრასთან