წიწიბურა მოვხარშოთ, გავაგრილოთ და ქათმის ფილესთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპში. ჩავამატოთ მარილი, პილპილი, ნიორი, 1 კვერცხი და მოშუშული ხახვი. კარგად ავურიოთ. ფარში ხელს არ უნდა ეწებებოდეს. თუ ეწებება 2-3 კოვზი რძე დაამატეთ მოხარშული კვერცხი დავშრათ, დავამატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი. ეს გულსართი ჩავუდოთ ფარშს, მივცეთ კატლეტის ფორმა და შევწვათ ტაფაზე, ზეთში.