ყველა ბოსტნეული დავჭრათ მომსხო ნაჭრებად.დიდ ქვაბში მოვშუშოთ ხახვი ზეითუნის ზეთში. დავამატოთ ბადრიჯანი, წიწაკა, ბარდა, დაჭყლეტილი ნიორი. ამოვურიოთ და შევწვათ რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ ყაბაყი,რამდენიმე წუთში კი პომიდვრის კონსერვი. დავამატოთ ცოტა ცხელი წყალიც. წამოვადუღოთ და ვშუშოთ საბოლოო მომზადებამდე.დავამატოთ მარილი და პილპილი, ქინძი, ქონდარი ან რეჰანი.