თბილ წყალში გავხსნათ ზეთი, შაქარი და მწიკვი მარილი. დავამატოთ საფუარი და იმდენი ფქვილი, რომ რბილი ცომი მივიღოთ. დავდგათ სითბოში ასაფუებლად. აფუების შემდეგ ერთხელ ჩავზილოთ.ხელახლა აფუებული ცომისგან გავაკეთოთ გუნდები, გულში ჩავუდოთ ნებისმიერი დაჭრილი ხილი+ცოტა შაქარი. ღვეზელებს წავუსვათ ზეთი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. @ნინო წილოსანის ფოტო და რეცეპტი