ყველანაირო ბოსტნეული კარგად გავრეცხოთ და შევაშროთ. კიტრი და ბოლოკი თხლად დავჭრათ, წიწაკა მოგრძოდ, პამიდორი საშუალო ნაჭრებად. სალათი დავანაწევროთ.დიდ თასში მოვათავსოთ სალათის ფოთლები, დაჭრილი ბოსტნეული, მწვანილი და მოვასხათ სოუსი. სოუსი: ლიმონის წვენი, ზეთი, მდოგვი, მარილი, შაქარი და პილპილი კარგად ავურიოთ და მზადაა.