ისპანახის ფოთლები მდუღარე წყალში მოწალეთ, გადაიტანეთ საწურზე, გადაავლეთ ძალიან ცივი წყალი და კარგად გაწურეთ ზედმეტი სითხისგან. დაკეპეთ და თასში გადაიტანეთ. დაამატეთ 1 კვერცხი, მარილი, პილპილი, ხაჭო, ყველი და აურიეთ. ფენოვანი ცომი დავჭრათ 5 ლენტად, თითოეულზე დავალაგოთ გულსართი და ცომს ნაპირები მოვუკრათ. ტაფას დავაფინოთ ქაღალდი და დავიწყოთ ცომის დადება სპირალურად, ცენტრიდან ნაპირებისკენ.ზემოდან გადავუსვათ კვერცხი, მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთი.