გავცრათ ფქვილი და სოდა, დავახეხოთ ცივი კარაქი ან მარგარინი. ავურიოთ ხელით, მივიღებთ ფხვიერ, ქვიშისებურ მასას. დავამატოთ არაჟანი, მოვზილოთ ცომი, დავყოთ 15 ნაწილად და შევინახოთ მაცივარში 2 საათით.ცომის თითოეული ნაწილიგავაბრტყელოთ 20-25 სმ.სიგრძეზე და დაახლოებით 7-8 სმ.სიგანეზე, ფუნჯით გადაუსვათ გარგრის მურაბა, მოვაყაროთ ნიგოზის ნაწილი, ზემოდან დავალაგოთ ალუბლები. მოვუკრათ ცომს პირი, გამოგვივა მილისებური ფორმის ნაწარმი. ასე გავაკეთოთ დანარჩენი ცომიც.დავალაგოთ ღუმელის საცხობ ტაფაზე ნაწილ-ნაწილ და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე, სანამ ოქროსფერსარ მიიღებს.მოვამზადოთ კრემი:ავთქვიფოთ ნაღები სანამ სქელ, ნაზ კრემს არ მივიღებთ. შაქრის პუდრა გემოვნებით დავამატოთ.ავაწყობთ ნამცხვარი პირამიდისებურად:ჯერ 5 ცალი მილი დავდოთ და წავუსვათ კრემი, მერე 4 ცალი, ისევ კრემი და ასე ბოლომდე.გავაჩეროთ 1 ღამე მაცივარში. ზემოდან შეგვიძლია მოვასხათ გამდნარი შოკოლადი