კვერცხის გულები გავთქვიფოთ შაქართან ერთად. შევათქვიფოთ რძე , დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ხშირი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ უნდა ადუღდეს. დავამატოთ ცედრა და ვანილი. გავაგრძელოთ ხარშვა, ოღონდ არ აგვიდუღდეს! როცა შესქელდება, გადავიღოთ სხვა ჭურჭელში, გავაციოთ და ცოტა ხნით საყინულეში შევდგათ. როცა შესქელდება, გადაურიოთ გათქვეფილი ნაღები და ისე გავყინოთ.