კვერცხის ცილას დაამატეთ ლიმონის წვენი და მსუბუქად ათქვიფეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე. ნელ-ნელა ამატეთ 150-200 შაქრის პუდრა, გაცრილი, სანამ სასურველი სისქის მინანქარს არ მიიღებთ. მინანაქარი უნდა იყოს სქელი კეფირის სისქის, ძალიან თხევადი არა, მაგრამ არც მეტისმეტად სქელი. დაასხით ზემოდან კულიჩს (კექსს) და დატოვეთ ჰაერზე სანამ არ გაშრება. შეგიძიათ მოაყაროთ შაქრის ფერადი მოსართავები. კულიჩის შემთხვევაში, შეგიძლიათ პირდაპირ კულიჩის თავი ჩაადებინოთ მინანქარში, ყველა მხრიდან კარგად მოუსვათ და გადმოაბრუნოთ. უფრო ლამაზად დაჯდება.