კომბაინში/ბლენდერში აურიეთ ზეთი, ლიმონის წვენი, ხახვი, ნიორი, ოხრახუში, ორეგანო. დაამატეთ მარილი და პილპილი.თასში აურიეთ დიდ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი და სოუსის ნახევარი. დაალაგეთ ერთ ფენად ტაფაზე და შეწვით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ერთხელ გადააბრუნეთ. მზა კარტოფილს მოასხურეთ დარჩენილი სოუსი