კარტოფილი გათალეთ, დაჭერით ცოტა ყალში მოხარშეთ და დაჭყლიტეთ.მოხარშეთ თევზიც, გაასუფთავეთ ფხებისგან და კანისგან, წვრილად დააქუცმაცეთ. შეურიეთ კარტოფილი და თევზი, დაამატეთ მარილი, პილპილი, კვერცხი, პაპრიკა და წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან კამა. კარგად აურიეთ, მიეცით პატარა გუფთების ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთიან ტაფაზე.