მუხუდო წინა ღამით დაალბეთ, წყალი გამოუცვალეთ და მოხარშეთ.მოიტოვეთ ცოტა ნახარში ,დანარჩენი გადაწურეთ.დააბლენდერეთ მუხუდო ნახარშიანად. დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი,დანაყილი ნიორი,სეზამის პასტა,მარილი, ლიმონის წვენი , ცხარე წიწაკა. კარგად გადაურიეთ და გაუსინჯეთ გემო. თუ რაიმე აკლია, დაამატეთ.გადაიტანეთ თეფშზე,მოაყარეთ პაპრიკა, ოხრახუში, მოვასხათ ზეითუნის ზეთი.მიირთვათ დაბრაწულ პურთან ერთად.