მწვანილები გავრეცხოთ და გავაშროთ. მწვანე ხახვი წინასწარ დავჭრათ. ყველაფერი ბლენდერში მოვათავსოთ და დავაქუცმაცოთ. დავამატოთ ზეთი, მარილი და პულსირების რეჟიმით კიდევ რამდენიმეჯერ დავატრიალოთ. თუ მასა სქელია ზეთი დავამატოთ, თუ თხელია - მწვანილი.ჩავასხათ მინის ქილაში, მჭიდროდ დავახუროთ და მაცივარში შევინახოთ. გამოყენების წინ შევანჯღრიოთ