ვიდეორეცეპტი, რომლის ნახვისთანავე სამზარეულოში გაიქცევით, რომ ეს დესერტი მოამზადოთ
ფრანგული ნამცხვარი, რომელსაც "კლაფუტი" ეწოდება, ზაფხულის გემოს ზამთარშიც გაგიხანგრძლივებთ. უმარტივესი რეცეპტით უგემრიელესი დესერტის მომზადება სამზარეულოსთან არც ისე დამეგობრებულ დიასახლისსაც კი შეუძლია. ასე რომ, მოიმარაგეთ ინგრედიენტები, ჩართეთ ვიდეოგაკვეთილი და მოამზადეთ "კლაფუტი".

ნამცხვრისთვის დაგჭირდებათ: 600 გრ ალუბალი ან ბალი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვა კენკრით); 30 გრ გამდნარი კარაქი; 4 ცალი კვერცხი; 250 მლ რძე; 100 გრ ფქვილი; 100 გრ შაქარი; 1 შეკვრა ვანილი; მწიკვი მარილი.

600 გრ ტკბილ ალუბალს (ბალს) გამოაცალეთ კურკები, ცხობისთვისთვის საჭირო ფორმას (დიამეტრით 26 სმ) წაუსვით კარაქი და მოაყარეთ 2 ს.კ. შაქარი. შაქარი გაანაწილეთ ფორმის ყველა მხარეს თანაბრად. მოათავსეთ ალუბალი ერთ თანაბარ ფენად. ათქვიფეთ 4 კვერცხი და 100 გრ. შაქარი, დაუმატეთ 1/4 ჩ.კ. მარილი, 100 გრ. ფქვილი, 1/2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი, 1/2 ჩ.კ. ნუშის ექსტრაქტი, 240 მლ. რძე, 2 ს.კ. გამდნარი კარაქი და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა დაასხით საცხობ ფორმაში მოთავსებულ ალუბალს და შედგით აირღუმელში. აცხეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი, სანამ თავზე არ დაიბრაწება. ღუმელიდან გამოღების შემდეგ თავზე მოაყარეთ შაქრის პუდრა. ისიამოვნეთ თქვენი ჰაეროვანი და ჯანსაღი დესერტით!
ტეგები:
ნანახია: 21050