ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დავუმატოთ ღვიძლი. ვშუშოთ 3-4 წუთი.ღვიძლს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და 2-3 წუთი ვშუშოთ. დავაყაროთ გახეხილი სტაფილო და განვაგრძოთ მზადება.როდესაც ღვიძლი და ბოსტნეული მოიშუშება, ჩავზილოთ, დავუმატოთ 2 ს.კ. კარაქი, წვრილად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი, მარილი და პილპილი. ფორმას წავუსვათ კარაქი, შიგ ჩავაფინოთ 4-5 ბლინი. ზედ ერთ ფენად მოვათავსოთ ღვიძლის გულსართიანი ბლინები. პირველ ფენას წავუსვათ ცოტა ღვიძლის გულსართი და ზედ მეორე ფენა დავადოთ. ბოლო ფენას რომ დავაწყობთ, ზემოდან დავაფინოთ 1-2 ბლინი და წავუსვათ მაიონეზში არეული ტომატპასტა, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ. ღვეზელი შევდგათ ღუმელში და დაახლოებით 20 წუთი საშუალო ტემპერატურაზე ვაცხოთ. გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვრთოთ წვრილად დაჭრილი კამით და მაიონეზით.