ბოსტნეული მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ (უკეთესია ოთხად). თალგამს კანი გავაცალოთ და ისე დავჭრათ, ბადრიჯანი კი კანიანად დავტოვოთ. ტაფაზე მოვხალოთ ძირას მარცვლები. ხორცი დავჭრათ, თუ ცხვრის ხორცი გვაქვს, მაშინ ჯერ დუმა უნდა დავჭრათ და მოვშუშოთ, თუ საქონლის ხორცს ვიყენებთ, მაშინ თანაბარი რაოდენობით კარაქი და ზეთი ჩავასხათ ტაფაში და ხორცი შევაწითლოთ. შემდეგ ხორცის ნაჭრები ტაფიდან ამოვიღოთ და ცხიმში მოსაშუშად ჩავაყაროთ მსხვილად დაჭრილი კომშის ნაჭრები.ცხიმიდან კომშის ნაჭრები ამოვიღოთ და ჩავყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. ხახვზე დავდოთ ხორცის ნაჭრები, მოვაყაროთ ძირას ნაწილი, მარილი და პილპილი. შემდეგ ფენებად დავალაგოთ ბოსტნეული, კიდევ მოვაყაროთ მარილი და ძირა. ბოლო ფენად კომშის ნაჭრები დავადოთ. ზემოდან გადავაფაროთ კომბოსტოს ფოთლები, მოვაყაროთ დაფქული წითელი წიწაკა, მარილი, დავასხათ 1 ჩ.ჭ. ადუღებული წყალი. დავაფაროთ სახურავი და დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მოვამზადოთ.