ღუმელი გავაცხელოთ საშუალო ტემპერატურაზე. ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაფრქვიოთ საფანელი. ნიორი თხლად დავჭრათ. ლორის ნაჭრები შუა-შუა გავჭრათ. პურის ნაჭრები რძით დავნამოთ. კვერცხი ცოტა მარილთან ერთად ავთქვიფოთ. პურის ნაჭრები მოვათავსოთ ფორმაში, ზედ დავაწყოთ ლორის ნაჭრები, ნიორი, მოვასხათ კვერცხი და მოვაყაროთ ყველი. ბუტერბროდები ღუმელში შევდგათ და ვაცხოთ მანამ, სანამ ზემოდან არ მოიბრაწება.