თევზი გავრეცხოთ და გავასუფთავოთ. ფქვილი და მარილი ავურიოთ და მასში ამოვავლოთ თევზი, შემდეგ კი კარგად გაცხელებულ ზეთში მაღალ ტემპერატურაზე შევწვათ. კამა, მარილთან ერთად დავნაყოთ, დავასხათ ერთმანეთში არეული ლიმონის წვენი და წყალი, შევურიოთ წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი, შავი პილპილი და მოვასხათ შემწვარ თევზს. რჩევასაწებელი შეგვიძლია მოვამზადოთ სხვანაირადაც - შავი პილპილის ნაცვლად გამოვიყენოთ წითელი წიწაკა, ხოლო კამა ქინძით შევცვალოთ.