კარტოფილი, ძეხვი და სტაფილო დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ყველი გავხეხოთ. ფორმას წავუსვათ 1 ჩ.კ. კარაქი და მოვაყაროთ საფანელი, ზედ ფენა-ფენა დავაწყოთ ბოსტნეული და მოვაყაროთ ყველი და სანელებლები. თუ ყველი ნაკლებად ცხიმიანია, აქა-იქა ჩავუმატოთ კარაქიც. ზემოდან მოვასხათ მაიონეზი და შევდგათ გახურებულ ღუმელში. ვაცხოთ მანამ, სანამ ზემოდან არ მოიბრაწება.