ქვაბში მოათავსეთ ტარხუნა, მარწყვი და შაქარი. დაასხით მდუღარე წყალი და თავზე დაახურეთ. დატოვეთ ასე დაახლოებით 15-20 წუთი. შემდეგ ტარხუნის ღერები ამოიღეთ ქვაბიდან. ამ დროს უკვე საკმაო არომატი აქვს გამოშვებული, მაგრამ თუ თქვენუფრო მძაფრი გემო მოგწონთ, შეგიძლიათ გაზარდოთ ეს დრო. ღეროების ამოღების შემდეგ, ოდნავ შეგრილებულ ლიმონათში ჩააწურეთ 1 მთლიანი ლიმონის წვენი.ლიმონათი გააგრილეთ თავდახურულ ქვაბში, შემდეგ გაწურეთ და მაცივარში კარგად გააცივეთ. მიირთვით ბევრი ყინულით.