კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, თან ნელ-ნელა დავამატოთ კვერცხი, შაქარი, კვერცხის გულები და ვანილი. ბოლოს დავამატოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ ელასტიური ცომი. გავაკეთოთ პატარა ბურთულები, დავაბრტყელოთ ბოთლის თავსახურით შუაგული ისე რომ ღილის ფორმა მივცეთ, ნახვრეტები გავუკეთოთ წვენის საწრუპით. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 7-10 წუთი, სანამ ოქროსფერი გახდება.გაციების შემდეგ შეგვიძლია შოკოლადში ამოვავლოთ