ქამა სოკოებს ქუდიდან კანი გადავაცალოთ, 4 წუთის განმავლობაში მოვხარშოთ წყალში და მოვათავსოთ ქილაში. მარინადის ინგრედიენტები, გარდა ძმრისა და ზეთისა, ნახევარი წუთი ვადუღოთ. ჯერ კიდევ თბილ მარინადს დავუმატოთ ზეთი და ძმარი, დავასხათ მოხარშულ სოკოებს, ქილას დავაფაროთ თავსახური და დავაცადოთ შეგრილება ოთახის ტემპერატურამდე. შემდეგ მოვათავსოთ მაცივარში. 12 საათის შემდეგ მარინადი მზად იქნება.