გუფთები ყველით პურის ნავში - ორიგინალური გადაწყვეტა
ინგრედიენტები:

225 გრამი საქონლის ფარში;
225 გრამი იტალიური ძეხვი;
1 ჩაის კოვზი მარილი;
1 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი;
1 ჩაის კოვზი პილპილი;
2 სუფრის კოვზი ხმელი რეჰანი;
1 ჭიქა გახეხილი პარმეზანი (½ ჭიქა გუფთებისთვის, ½ ჭიქა მოსაყრელად);
1 კვერცხი;
½ ჭიქა საფანელი;
½ ჭიქა წყალი;
3 ჭიქა მარინარა სოუსი;
1 პური;
3 ჭიქა მოცარელა.

მომზადების წესი:

დიდ თასში აურიეთ ხორცი, ძეხვი, მარილი, ნივრის ფხვნილი, პილპილი, რეჰანი, ½ ჭიქა პარმეზანი, კვერცხი, საფანელი, წყალი. გააკეთეთ ბურთები.

ტაფაში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და დაბრაწეთ გუფთები ყველა მხრიდან. შემდეგ ამოალაგეთ და გადაასხით ზედმეტი ცხიმი. ჩააბრუნეთ გუფთები ტაფაში, დაასხით მარინარა სოუსი და შუშეთ 15 წუთის განმავლობაში.

პურს ამოაჭერით გული ოთხკუთხედად ისე, როგორც ეს ვიდეოშია ნაჩვენები. ჩააყარეთ მოცარელა, შემდეგ მოათავსეთ გუფთები, მოასხით სოუსი, შემდეგ ისევ მოცარელა და პარმეზანი და გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში 175 გრადუსზე. გემრიელად მიირთვით!
ტეგები:
ნანახია: 650