ღუმელი გავახუროთ 220 გრადუსზე.ყაბაყი დავჭრათ 2-3 სმ სისქეზე, დავაყაროთ სულ ცოტა მარილი და 10-15 წუთი დავდგათ.ამასობაში კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით, მსუბუქად, თეფშებზე დავყაროთ ფქვილი, საფანელი+სუნელები და ყველი. ყაბაყი ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ ცილაში, შემდეგ საფანელში და დავალაგოთ ტაფაზე.შევწვათ ღუმელში 10 წუთი.შეგვიძლია ფქვილი საფანელი, ყველი და სუნელი ერთად შევურიოთ, ყაბაყი ჯერ კვერცხში ამოვავლოთ, შემდეგ კი საფანელში.ამავე მეთოდით შეგვიძლია შევწვათ თევზის ფილეს პატარა ნაჭრები