ოსპს დავასხათ ორი ჭიქა წყალი და მოვხარშოთ. რომ დარბილდება, გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. სტაფილო გავხეხოთ, კიტრი და პამიდორი კუბებად დავჭრათ. თუ პამიდორი ძალიან წვნიანია, ზედმეტი წვენი და თესლები ამოვაცალოთ. ხახვი ნახევარრგოლებად, მწვანილი წვრილად დავჭრათ.ყველაფერი ერთად ავურიოთ, დავუმატოთ მარილი, პილპილი, ზეთი და ძმარი. სასარგებლო და მარტივი სალათა მზადაა