კარაქი ავთქვიფოთ, დავამატოთ მარილი, ვანილი და სოდა, დავაცრათ ფქვილი, სახამებელი და კაკაო. კარგად ავურიოთ. კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. გულები შაქართან ერთად ავთვიფოთ. დავამატოთ ფქვილიან ნარევს.შოკოლადი ორთქლზე გავადნოთ და დავამატოთ ცომს. ცილისგან მოვამზადოთ მყარი ბეზე და აკურატულად შევურიოთ ცომში.20 სმ დიამეტრის ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ ფქვილი. ჩავასხათ ცომი და შევდგათ 180 გრადუსზე გამოსაცხობად. როცა გაცივდება, ავაჭრათ უსწორმასწორო ზედა ფენა და ორ თანაბარ ფენად გავყოთ. მოვამზადოთ გული: ჯემი კონიაკთან(ლიქიორთან, რომთან) ერთად გავაცხელოთ და წავუსვათ ტორტის ერთ ფენას. ვაცალოთ, რომ კარგად შეიწოვოს და დავადოთ მეორე ფენა.ორთქლის აბაზანაზე მოვათავსოთ დამტვრეულოი შოკოლადი, კარაქი, ნაღები და შაქარი. შოკოლადი რომ გადნება, გადმოვიღოთ და კარგად ავურიოთ, სანამ ერთგავროვან, პრიალა მასას არ მივიღებთ.ტორტი ბადეზე დავდოთ და დავფაროთ შოკოლადით. შევდოთ მაცივარში, უმჯობესია მთელი ღამით.მირთმევამდე 15-20 წუთით ადრე ოტახის ტემპერატურსაზე გამოვიღოთ. სუფრასთან მივიტანოთ ათქვეფილ ნაღებთან ერთად. თუმცა მის გარეშეც ძალიან გემრიელია.