მწვანილი გარეცხეთ და ცოტა ხნით დასაწრეტად დატოვეთ თუშფალანგზე.წიწაკას გამოაცალეთ თესლი. შემდეგ დაწრეტილი მწვანილი 3-4 ნაწილად დაჭერით და ნიორსა და წიწაკასთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. თუ მწარე გიყვართ, წიწაკა კიდევ დაამატეთ. თუ წვრილ ბადეში ატარებთ, ერთხელ გატარება ეყოფა. მოაყარეთ მარილი, გადაურიეთ და მოათავსეთ მინის ქილაში. ინახება რამოდენიმე კვირის განმავლობაში, გრილ ადგილას. სურვილის შემთხვევაში, მწვანე აჯიკას ნიგოზიც შეიძლება დაამატოთ