ხახვი თხელ ნახევარრგოლებად დავჭრათ, წიწაკა ჩხირებად, ხორცი კუბებად. მწარე წიწაკას თესლი გამოვაცალოთ და ძალიან წვრილად დავჭრათ, ნიორი დავჭყლიტოთ, ნიგოზი მსუბუქად მოვხალოთ და დავჭრათ. ლობიოს კონსერვს წვენი გადავუწუროთ. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ავურიოთ. დავამატოთ მარილი, პილპილი და ხმელი სუნელი, დაჭრილი ქინძი მოვამზადოთ სოუსი: ზეითუნის ზეთი და ძმარი შევურიოთ და მოვასხათ სალათას. Salad Tbilisuri – Healthy, spicy, beautiful