ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. შოკოლადი და კარაქი ორთქლზე გავადნოთ. შემდეგ ეს ორი მასა ერთმანეთს შევურიოთ. ჩავამატოთ დაფქული თხილი და გამაფხვიერებელთან შერეული ფქვილი. ცოტა თხილი ფორმაში მოსაყრელად მოვიტოვოთ. ფორმას კარაქი მოვუსვათ და თხილი მოვაყაროთ. შემდეგ ცომი ჩავასხათ. გამოვაცხოთ 175 გრადუსზე 35-45 წუთი. გაციების შემდეგ მოვრთოთ გამდნარი თეთრი შოკოლადით.