ლობიოს დავასხათ წყალი და 2 საათით გავაჩეროთ, სასურველია მთელი ღამითაც. შემდეგ გადავწუროთ, ჩავყაროთ ქოთანში ან სქელძირიან ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ლობიო გადავწუროთ, წვენი ცალკე შევინახოთ, ლობიო კი ქოთანში ჩავაბრუნოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად და 3 წუთის განმავლობაში ცხიმში ვშუშოთ, დავამატოთ დაჭრილი წიწაკა და გავაგრძელოთ შუშვა. 3-4 წუთში შევურიოთ პომიდვრის პასტა, კარგად ავურიოთ და დაჭრილ სოსისთან ერთად მოვათავსოთ ქოთანში. დავამატოთ ლობიოს ნახარში წვენი, მარილი, წიწაკა, თავშავა და კიდევ 3-4 წუთის დუღილის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. კერძს ძმარი იმ შემთხვევაში შევურიოთ თუ ახალ ტკბილ წიწაკას გამოვიყენებთ.