შვრიის ფანტელს დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. ფარშს დავუმატოთ დამბალი შვრია, კვერცხი, მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ან გატარებული მწვანილი და ხახვი და კარგად ავურიოთ. ფარშისგან გავაკეთოთ თანაბარი ზომის ბურთულები და ცხელ, ზეთმოსხმულ ტაფაზე ყველა მხრიდან დავბრაწოთ. შემდეგ ბურთულები ამოვიღოთ ტაფიდან და დროებით გადავდოთ. შევუდგეთ სოუსის მომზადებას - პამიდორს დავასხათ მდუღარე წყალი და რამდენიმე წუთით გავაჩეროთ, რომ კანი ადვილად გადაძვრეს. კანგაცლილი პამიდორი დავჭყლიტოთ ან დავაბლენდეროთ, დავუმატოთ მარილი, წიწაკა, ნიორი, მწვანილი და ავურიოთ. შემწვარი გუფთები გადავიტანოთ საცხობ ფორმაში, მოვასხათ პამიდვრის სოუსი და 20-25 წუთით შევდგათ წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში. სრულ მომზადებამდე 5 წუთით ადრე გუფთებს მოვაყაროთ გახეხილი ყველი და შევაბრუნოთ აირღუმელში. ამ კერძს გარნირად უხდება პიურე ან პასტა.ცოცხალი პამიდვრის ნაცვლად შეგიძლიათ 1 ქილა საკუთარ წვენში დაკონსერვებული პამიდორი გამოიყენოთ.