სად შევიძინოთ დაბალ ფასად სამარხვო პროდუქტი და როგორ მოვამზადოთ გემრიელი სამარხვო კერძები? - Gemrielia.ge

სად შევიძინოთ დაბალ ფასად სამარხვო პროდუქტი და როგორ მოვამზადოთ გემრიელი სამარხვო კერძები?



ეს განსაკუთრებით აქტუალური მარხვის პერიოდშია, რადგან ამ დროს ჩვეული კვების რეჟიმიდან გადახვევა გვიწევს. არადა, თუკი სრულფასოვნად არ მივაწოდეთ ნაზამთრალ ორგანიზმს საჭირო ვიტამინები, შესაძლოა გამოიფიტოს. ერთმანეთისგან ალბათ ხშირად გვსმენია, რომ უკვე აღარ გვყოფნის ფანტაზია როგორ ვიკვებოთ მარხვის პერიოდში ან რით გავუმასპინძლდეთ ოჯახის წევრებს, რომლებიც მარხვას იცავენ. არადა თუ კარგად დავფიქრდებით და ფანტაზიას მოვუხმობთ სამარხვო პროდუქტებით უამრავი კერძის მომზადება შეგვიძლია.

გადავწყვიტეთ ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და გაგვერკვია რა პროდუქტი სჭირდება ერთი კვირის განმავლობაში ოჯახს, რომელიც 4 წევრისგან შედგება და აქედან 2 მარხვაზეა, იმისთვის რომ მარხვის პერიოდში მრავალფეროვანი კერძები გვქონდეს სახლში. შემდეგ კი ნუსხა ჩამოვწერეთ და საკმაოდ ხელმისაწვდომ სუპერმარკეტს- ""ლიბრეს" ვეწვიეთ, სადაც ხშირად აქციებიც მოქმედებს, რაც ხარჯების დაზოგვაში კიდევ უფრო გვეხმარება.

მოკლედ, შევადგინეთ 76 ლარის ფარგლებში, ერთი კვირის სამყოფი პროდუქტების სია, რომელშიც რამდენიმე მზა კერძიც შევიდა.
GEMRIELIA
მაშ ასე გთავაზობთ პროდუქტებს და მათ ფასებს :
ბურღული- ასაწონი მაკარონი- 1 კგ ( 1, 90 თეთრი)
ასაწონი წიწიბურა- 1 კგ ( 2,50 ლარი)
ასაწონი შვრიის ფანტელი- 1 კგ ( 1,90 ლარი)
ფენოვანი გაყინული ცომი- 0,5 კგ (2,25 ლარი)
ბოსტნეული
კარტოფილი
- 2 კგ (2,40 ლარი)
კომბოსტო- 1კგ (0.30 თეთრი)
ყვავილოვანი კომბოსტო- 1 კგ (3.35 ლარი)
სტაფილო- 1 კგ (1.35 კგ)
ჭარხალი- 0,5 კგ ( 0, 70 ლარი )
ბულგარული - 0,5 კგ (3. 40 ლარი)
თეთრი ხახვი- 0,5 კგ ( 0, 60 ლარი)
ნიორი- 300გ (2,65 ლარი)
პამიდორი- 1 კგ (2,80 ლარი)
მწვანილი -1 კგ (3 ლარი)
ქამა სოკო- 0,5 გ ( 5 ლარი)
ავოკადო- 100გ (1,75 ლარი)
ისპანახი- 1 კგ ( 3,0 ლარი)
"ვარენიკი" კარტოფილით - 7 ცალი (2.20 ლარი)
ბლინი სოკოთი- 7 ც (3.50 ლარი)
სამარხვო ფუნთუშები -5 ცალი (4.75 ლარი)
ხრაშუნა "პეპელა"- 1 შეკვრა (3,25)
ხილი- მწვანე ვაშლი გრენისმიტი - 1 კგ ( 3.20)
ლიმონი- 0,5 კგ (2. 40 ლარი)

გარდა ზემოთაღნიშნული საოჯახო პროდუქტებისა, როგორც გითხარით სიაში რამდენიმე მზა კერძიც მოვისაზრეთ იმისთვის, რომ ხანდახან უკვე გამზადებული საკვების ყიდვის "ფუფუნებაც" მივანიჭოთ თავს.

მზა კერძები:

მზა ლობიო ბათუმელა ასაწონი - 300გ (2,55 ლარი)
ყვავილოვანი კომბოსტოს მჟავე ასაწონი- 200გ (1,35ლარი)
გაყინული კატლეტი წიწიბურით და კარტოფილით- 12 ც (3.50 ლარი)
პრასი ნიგვზით ასაწონი- 200 გ (3.50 ლარი)
დაჭრილი პური 10 ცალი- (6, 50ლარი)
ჩვენს მიერ შედგენილი ეს მენიუ ერთი კვირის მარაგისთვის სრულებით საკმარისია და დღეს არსებული ფასების გათვალისწინებით, დაახლოებით 76 ლარამდე დაჯდა.

ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე გემრიელი კერძის მომზადების იდეას, რომლებიც შერჩეული პროდუქტებით შეგიძლიათ მოამზადოთ.

სოკოს ფენოვანი ღვეზელი
GEMRIELIA
ინგრედიენტები:
ფენოვანი გაყინული ცომი- 0,5 კგ
სოკო- 1კგ
ხახვი- 2 თავი
შავი წიწაკა, მარილი- გემოვნებით

მომზადების წესი:

კარგად გარეცხილი სოკო დაჭერით და მოხრაკეთ ხახვთან ერთად.
დაუმატეთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით. ცოტა შეაგრილეთ.
ცომი გააბრტყელეთ, მოათავსეთ სოკოს გულსართი, თანაბრად გაანაწილეთ და ღვეზელს მიეცით სასურველი ფორმა.
გამოაცხვეთ წინასწარ 180-200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.

ბოსტნეულის სალათა
GEMRIELIA
ინგრედიენტები:
კარტოფილი- 4-5 ცალი
სტაფილო- 3-4 ცალი
ჭარხალი- 0,5 კგ
ბულგარული - 3ცალი
მწვანილი
ლიმონი
მარილი- გემოვნებით

მომზადების წესი:
კარტოფილი, სტაფილო, ჭარხარლი მოხარშეთ და გახეხეთ. დაუმატეთ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ბულგარული, მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ თქვენთვის სასურველი მწვანილი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
სასარგებლოა და თან გემრიელი.

ავოკადოს სალათა

GEMRIELIA
ინგრედიენტები:
ავოკადო- 1 ცალი
ნიორი-1 კბილი
მარილი- გემოვნებით
ლიმონის წვენი- 1 ჩ|კ

მომზადების წესი:
ავოკადოს რბილობი ჩანგლით დასრისეთ, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და ლიმონის წვენი.
ძალიან გემრიელია პურზე წასმულიც და უხდება სალათებსაც.

მოხრაკული ისპანახი
GEMRIELIA

ინგრედიენტები:
ისპანახი- 1 კგ
ნიორი- 2 კბილი
ხახვი -2 თავი
ქინძი
მომზადების წესი:
ისპანახი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ. შემდეგ გააგრილეთ, გაწურეთ და წვრილად დაჭერით. ცხიმიან ტაფაზე მოთუშეთ ხახვი, დაამატეთ დაჭრილი ისპანახი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი და მარილი, კარგად ამოურიეთ და კერძი სუფრასთან მისატანად მზად არის.