ყველაზე გემრიელი პასკის გამოცხობის 20 საიდუმლო - Gemrielia.ge

ყველაზე გემრიელი პასკის გამოცხობის 20 საიდუმლო

საიდუმლო 1

სანამ პასკის მომზადებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად მოაწესრიგეთ სამზარეულო და საკუთარი აზრები. ცომის მოზელვისას მნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდე: იფიქროთ მხოლოდ კარგზე, არსად გეჩქრებოდეთ, არ უნდა იყვიროთ და არ იჩხუბოთ

საიდუმლო 2

საფუვრიანი ცომი მეტეოდამოკიდებულია: მას უყვარს სითბო და არ უყვარს სიცივე და ორპირი. ამიტომაც იზრუნეთ სახლის კომფორტულ ტემპერატურაზე და აუცილებლად წინასწარ გაახურეთ ღუმელი.

საიდუმლო 3

წინასწარ გამოიღეთ ყველა პროდუქტი მაცივრიდან: ცომის მოზელვისას ისინი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

საიდუმლო 4

სწორად შერჩეული საფუარი – კარგი პასკის გამოსვლის საწინდარია. შეარჩიეთ ცოცხალი – ნოტიო, პლასტელინის კონსისტენციის საფუარი და არა მშრალი. ასე პასკა ბევრად კარგად ამოვა.

საიდუმლო 5

სანამ ცომს მოზილავდეთ, აუცილებლად გაცერით ფქვილი: ეს კიდევ ერთი გარანტია კარგი პასკის გამოსვლის.

საიდუმლო 6

იმისათვის, რომ ცომი კარგად ამოვიდეს, საფუვრიანი მასა (საფუძველი) ჩადგით თბილ წყლიან (და არა ცხელ) ჯამში და გადააფარეთ სუფთა ჩაის ტილო.

საიდუმლო 7

პასკის ცომი აუცილებლად ხელით უნდა მოზილოთ, ამასთან დიდხანს – იქამდე, სანამ ცომი თავისუფლად მოცილდება ჯამს და არ იქნება წებოვანი.

გულსართის დამატება და ცხობა

საიდუმლო 8

იმისათვის, რომ ლამაზი, ოქროსფრად დაბრაწული პასკა მიიღოთ, გამოიყენეთ ახალი სოფლის კვერცხი და დაუმატეთ ცომში ცოტაოდენი კურკუმა. იგივე ეფექტის მისაღებად გამოდგება ზაფრანის ნაყენი: 1 ჩ/კ დაფქულ ზაფრანას დაასხით 50 მლ არაყი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ რამდენიმე საათი.

საიდუმლო 9

არომატისთვის ცომში შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ვანილი, მუსკატის კაკალი, დანაყილი ილის თესლი ან 2-3 ს/კ ოქროსფერი რომი.

საიდუმლო 10

ქიშმიშის გარდა ცომში შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი კურაგა, ციტრუსის ცედრა, ნებირმიერი ცუკატები ან დაჭრილი ნიგოზი, ნუში ან თხილი.

საიდუმლო 11

პასკის გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ფსკერზე ჩააფინეთ ფორმის დიამეტრზე ოდნავ პატარა ქაღალდის წრე: ასე პასკას მარტივად ამოიღებთ ფორმიდან.

საიდუმლო 12

გაავსეთ გამოსაცხობი ფორმა ცომით 1/3 –დით და გააჩერეთ თბილ ადგილას იქამდე, სანამ მოცულობაში არ გაორმაგდება. მთლად კიდეებამდე ამოსვლას ნუ დაელოდებით: ცხობისას ის კიდევ გაიზრდება მოცულობაში.

საიდუმლო 13

გამოუცხობი პასკის შუაში ჩაარჭვეთ ხის ჩხირი. ეს საშუალებას მისცემს ცომს თანაბრად ამოვიდეს, ხოლო თქვენ დაგეხმარებათ გაიგოთ, გამოცხვა თუ არა უკვე პასკა. თუ კექსი მზად არის, ცომიდან ამოღებული ჩხირი მშრალი უნდა იყოს და სუფთა.

საიდუმლო 14

ღუმელის ქვედა თაროზე ცხობისას დადგით წყლიანი ჯამი, ასე პასკა უფრო ნაზი გამოვა. ცხობისას ღუმელის კარს ნუ გამოაღებთ: შესაძლოა ცომი ჩავარდეს და აღარ ამოვიდეს.

საიდუმლო 15

თუკი ხის ჩხირი ჯერ კიდევ ნამიანია, ხოლო პასკის ზედაპირი იწვება – დააფარეთ თავზე კარაქწასმული ფოლგა.

პასკის გაფორმება

საიდუმლო 16

იმისათვის, რომ მინანქარი არ დასკდეს, წაუსვით ის კარგად გაცივებულ პასკას.

საიდუმლო 17

ოდნავ მომჟაო გემოს მისაცემად კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისგან მომზადებულ კლასიკურ მინანქარში ჩაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.

საიდუმლო 18

"თეთრქუდიან" პასკებს შეგიძლიათ მოაყაროთ ქიშმიში და მოასხათ გამდნარი შოკოლადი. თუ გსურთ, რომ ფერადი პასკები მიიღოთ, შეგიძლიათ თეთრ მინანქარში ჩაუმატოთ ცოტაოდენი ჭარხლის, სტაფილოს ან ახალგამოწურული ოხრახუშის წვენი.

საიდუმლო 19

ფერადი, მზა კულინარიული მოსაყრელის მაგივრად აჯობებს გამოიყენოთ ცუკატები, მარციპანის ფიგურები და ცოცხალი ყვავილებიც კი.

საიდუმლო 20

მზა პასკები კარგად გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და ფრთხილად შეახვიეთ საცხობ ქაღალდში – ასე მათ დიდხანს შეინახავთ რბილად.