სამარხვო სალათები მჟავე კომბოსტოთი – 3 რეცეპტი
რეცეპტი#1
ყველაზე მარტივი სალათა მჟავე კომბოსტოთი
ინგრედიენტები:
მჟავე კომბოსტო 300 გ;
რამდენიმე თავი ხახვი (ან მწვანე ხახვი);
მწვანილი (ოხრახუში ან კამა);
შაქარი;
ზეთი.
მომზადების წესი:
დაჭრილი მჟავე კომბოსტოს მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი ან წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილი. ოდნავ დაატკბეთ შაქრით, დაუმატეთ ზეთი, ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ შტოშის რამდენიმე მარცვალი.
რეცეპტი #2
მჟავე კომბოსტოს, სტაფილოსა და ვაშლის სალათა
ინგრედიენტები:
მჟავე დაჭრილი კომბოსტო – 600 გ;
სტაფილო 150 გ;
ვაშლი 100 გ;
ზეთი 50 გ;
მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
დაჭერით მჟავე კომბოსტო, თუ ის მთელ-მთელი გაქვთ დამჟავებული. ვაშლი და სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე. ყველაფერი ერთად აურიეთ, მოაყარეთ გემოვნებით მარილი და პილპიპი, მოასხით ზეთი.
რეცეპტი #3
სალათა მჟავე კომბოსტოთი და კიტრის მწნილით
ინგრედიენტები:
მჟავე კომბოსტო 600 გ;
კიტრის მწნილი 160 გ;
ხახვი 150 გ;
ზეთი 100 გ;
მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
დაჭერით კომბოსტო, თუ ის მთელ-მთელი გაქვთ შენახული, ასევე დაჭერით მჟავე კიტრი კუბიკებად, ხოლო ხახვი წვრილად. ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ზეთი.