აი, რატომ უნდა შეწვათ ხახვი ღუმელში თუნდაც კვირაში ერთხელ!
ხახვი ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებების მქონე პროდუქტია – ამის შესახებ ყველამ ვიცით. ახალგამოწურული ხახვის წვენითა და თაფლით კურნავენ ბრონქიტსა და პნევმონიას, ხსნიან ასთმური ხველის შეტევებს.
გახეხილი ხახვის კომპრესები ხსნიის ყურის ტკივილს და მაღალ ტემპერატურასაც კი დაბლა წევს, თუკი მას ფეხებზე დაიდებთ.
მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ სასარგებლოა არა მხოლოდ ქორფა, ახალი ხახვი, არამედ შემწვარიც. თერმოდამუშევებისას ის არა მხოლოდ არ კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს, არამედ პირიქით – იმატებს!
შემწვარი ხახვი
1. შემწვარი ხახვი არჩენს წყლულს და ახორცებს ჭრილობებს! ამ შემთხვევაში საჭიროა გაუფცქვნელად შეწვათ ხახვი და დაიდოთ მტკივნეულ ადგილზე იმდენ ხანს, სანამ უკეთესობას არ იგრძნობთ.
2. შემწვარი ხახვი არჩენს დაჩირქებულ ადგილებს კანზე. თბილ-თბილი შემწვარი ხახვის კომპრესი დაიდეთ პრობლემურ ადგილზე 20 წუთი და სულ მალე დაჩირქება გაივლის!
3. ღუმელში შემწვარი ხახვით ჰემოროის განკურნებაც შესაძლებელია! ხახვის ცომპრესს სადეზინფექციო თვისება აქვს და კანის უჯრედებს სწრაფ რეგენერაციაში ეხმარება.
4. შემწვარი ხახვის გამოყენება ასევე რეკომენდებულია საკვებადაც, განსაკუთრებით მათ, ვისაც სისხლძარღვების პრობლემა აქვს. ინფრაქტის ან ინსულტის შემდეგ ხახვი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ!
5. მნიშვნელოვანია, შეიტანონ ღუმელში შემწვარი ხახვი ყოველდღიურ მენიუში იმ ადამიანებმა, ვისაც შაქრის დიაბეტი აქვს, ან ამ დაავადების გაჩენის რისკქვეშ არიან. შეგიძლიათ შემწვარი ხახვი ძირითად კერძებს დაუმატოთ, ან მიირთვათ ცალკე. უმჯობესია ყოველ დილას, უზმოზე.
ეფექტს ერთ კვირაში მიიღებთ ამ ბოსტნეულის უნიკალური შემადგენლობის წყალობით: გოგირდი და რკინა შემწვარ ხახვში იმდენად დიდი რაოდენობით არის, რომ სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს და კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის მუშაობას უწყობს ხელს.
6. შემწვარი ხახვის სისტემატიური გამოყენებით დაიცავთ თავს ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზისგან. ხახვი ეფექტურად წმენდს სისხლძარღვებს დ ახელს უშლის სისხლის წნევის მკვეთრ აწევას თუ დაწევას.