7 შეცდომა, რომელსაც სამზარეულოში ყოველდღე ვუშვებთ. ყველა დიასახლისისთვის ჩასანიშნი! - Gemrielia.ge

7 შეცდომა, რომელსაც სამზარეულოში ყოველდღე ვუშვებთ. ყველა დიასახლისისთვის ჩასანიშნი!


თუ ქვემოთ ჩამოთვლილ რამდენიმე წესს დაიმახსოვრებთ, ბევრ ლაფსუსს აცდებით კერძის მზადებისას.


1. წაიკითხეთ რეცეპტი ბოლომდე
სანამ კერძის მომზადებას დაიწყებდეთ, ყურადღებით წაიკითხეთ მოზმადების წესი. ხშირად რეცეპტის გაცნობა ინგრედიენტების წაკითხვით მთავრდება, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ არ გვაქვს მაგალითად, შესაბამისი ჭურჭელი ან აუცილებელი ტექნიკა სამზარეულოში.

2. გამოიყენეთ შესაბამისი ზომის საჭრელი დაფა
ეს პატარა, საყვარელი დასაჭრელი დაფები ადგილის ეკონომიას კი აკეთებენ სამზარეულოაში, მაგრამ ხშირად არაპრაქტიკულია. ამიტომაც იქონიეთ სამზარეულოში რამდენიმე, სხვადასხვა ზომის დაფა. კერძის მომზადებამდე მოაწესრიგეთ ადგილი, სადაც პროდუქტებთან მოგიწევთ მუშაობა.

3. დანა აუცილებლად ბასრი და სწორი ზომის უნდა იყოს.
იმისათვის, რომ რაიმე პატარა პროდუქტი დაჭრათ, მაგალითად ნიორი, ან დიდი მოცულობის, ისეთი, როგორიც არის ხორცი, სხვადასხვა ზომის დანაა საჭიროთ. პურის დაჭრა დაკბილული დანით ჯობია, ხოლო ქათმის ფილე აჯობებს, დაანაწევროთ სპეციალური ფილეს დასაჭრელი, პატარა დანით.

4. ზეთი აუცილებლად ცხელ ტაფაზე დაასხით.
თუ რა თქმა უნდა, რეცეპტში სხვა მეთოდი არ არის მითითებული. თავდაპირველად გაახურეთ ტაფა, შემდეგ დაასხით ზეთი, ხოლო ამის მერე ჩაყარეთ პროდუქტები. ასე ინგრედიენტები არ აიღებენ ზედმეტ ცხიმს და არც ჭურჭელს მიეკრობა.

5. მაცივრის შემდეგ ხორცი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ
მომზადებამდე ხორცი 15-20 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, თუ გსურთ, რომ ხორცი გამოვიდეს წვნიანი და თანაბრადაც მოიხარშოს ან შეიწვას.

6. შეარჩიეთ ჭურჭლის შესაფერისი ზომა
ხშირად რეცეპტებში მითითებულია ტაფის, ქვაბის ან გამოსაცხობი ფორმის ზომები. თუ მსგავსი ინფორმაცია არ გაქვთ, თავად შეეცადეთ, განსაზღვროთ საჭირო ჭურჭლის შესაბამისი ზომა. პატარა ქვაბში ხორცის მოხარშვა არ არის რეკომენდებული. პროდუქტი თავისუფლად უნდა ეტეოდეს ჭურჭელში.

7. აუცილებლად გასინჯერთ კერძი მომზადებისას
აჯობებს დაუმატოთ არასაკმარისი მარილი ან სანელებელი კერძში მანამ, სანამ მზადდება. ასე მისი გემო მეტად დაბალანსებული იქნება: საკმარისად ცხარე და მარილიანი.

დაბოლოს, თქვენც აუცილებლად გექნებათ საკუთარი კულინარიული საიდუმლოებები. მოგვწერეთ მათ შესახებ კომენტარებში.