15 ხრიკი, რომელიც ყველა შეფ-მზარეულმა იცის - Gemrielia.ge

15 ხრიკი, რომელიც ყველა შეფ-მზარეულმა იცის

გთავაზობთ მარტივ მეთოდებს, რომელსაც სისტემატიურად იყენებენ პროფესიონალები. ნამდვილი საგანძური ყველაზე გამოცდილი დიასახლისებისთვისაც კი... აუცილებლად ჩაინიშნეთ!
 

1. ხორცის კერძებში აუცილებლად გამოიყენეთ ლიმონის წვენი, ასე ხორცი უფრო ნაზი გამოვა.

2. იმისათვის, რომ ბრინჯი იდეალურად თეთრი გამოვიდეს, ხარშვისას დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ძმარი.

3. თუკი გსურთ სალათს პიკანტური გემო შესძინოთ, თეფშს წინასწარ გაჭრილი ნიორი წაუსვით, შემდეგ კი ზედ გადაიტანეთ სალათა.

4. ხორცი შესანიშნავად დამარინადდება ღია ფერის ლუდში, რომელშიც გაზავებული იქნება, სოიოს სოუსი, მარილი და წიწაკა. ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ ეს ნაზავი მოხარშულ კარტოფილს!

5. ფარშის მომზადების ბოლოს დაუმატეთ მასში ერთი მუჭა დამტვრეული ყინული. ასე კატლეტები ბევრად წვნიანი გამოვა.

6. იმისათვის, რომ მოხარშული კვერცხის გული არ დაიფშვნას დაჭრისას, ჩაალბეთ დანა ცივ წ ყალში.

7. თუკი გსურთ, რომ ბადრიჯანს სიმწარე მოშორდეს, დაჭერით, დაამარილეთ, გააჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ კი გარეცხეთ.

8. სოკოს მარილი სულ ბოლოს მოაყარეთ, თუ გსურთ, რომ არ დაჭკნეს მომზადებისას.

9. იმისათვის, რომ გააძლიეროთ სანელებლების სურნელი და არომატიც, მოხრაკეთ ისინი კარაქში ან ზეთში, სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში.

10. ვანილს არა მხოლოდ დესერტებში უმატებენ, არამედ ის შეგიძლიათ დაუმატოთ ბოსტნეულის სალათებში პიკანტური არომატის მისანიჭებლად.

11. ჩაანაცვლეთ ორცხობილის საფანელი, გატარებული ნიგვზით.

12. თუკი წვნიანი დაგიმლაშდათ, ჩადეთ მასში ბრინჯით გავსებული ქსოვილის ტოპრაკი. ბრინჯი სწრაფად შეიწოვს ზედმეტ მარილს.

13. იმისათვის, რომ "შარლოტკაში" ვაშლი ფსკერისკენ არ წავიდეს, ამოავლეთ ის წინასწარ ფქვილში.

14. ვინეგრედისთვის განსაკუთრებული არომატის მისანიჭებლად, დაუმატეთ მას ერთი სუფრის კოვზი რძე და ჩაის კოვზი შაქარი.

15. ნუშის მარტივად გაფრცქვნისთვის, ადუღეს ის 3-5 წუთი წყალში, შემდეგ კი მოათავსეთ ცივ წყალში.