რუსი კონდიტერის მიერ შექმნილი მარმარილოს ტორტები, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო!
ოლგამ საოცარი სარკისებური მინანქრის ერთ-ერთი რეცეპტიც გაამხილა.
ინგრედიენტები:
20 გ ჟელატინის ფხვნილი;
120 მლ წყალი;
300 გ გლუკოზა;
300 გ შაქარი;
200 გ შედედებული რძე;
400 გ შოკოლადი (თეთრი, რძიანი ან შავი);
საკვები საღებავები;
მომზადება:
გახსენით ჟელატინი 60 მლ წყალში;
დანარჩენ 60 მლ წყალში გახსნით შაქარი და გლუკოზა, აადუღეთ დაბალ ცეცხლზე;
გადმოდგით სიროფი ცეცხლიდან და დაუმატეთ წყალში გახსნილი და უკვე გაფუებული ჟელატინი;
დაუმატეთ შედედებული რძე;
მოასხით გამდნარი შოკოლადი და სანამ ტორტს მოასხამდეთ, შეათბეთ გაზზე 35 გრადუსამდე, მოასხით მზა ტორტს.