კულინარიული ხრიკები, რომელიც ნებისმიერმა დიასახლისმა უნდა იცოდეს
გამოცდილი დიასახლისები ხშირად იყენებენ ეშმაკობებს, რათა კერძი სწრაფადაც მომზადდეს და ამასთან ძალიან გემრიელი იყოს. ჩაინიშნეთ ეს 15 კულინარიული რჩევა – ისინი აუცილებლად გამოგადგებათ.
1. თუ გსურთ, რომ ბრინჯი ფანტია გამოვიდეს და არ ჩაგეხარშოთ, წინასწარ მოხალეთ ის. 2. დამჭკნარი მწვანილი გაცოცხლდება, თუკი მას მოათავსებთ წყალში, რომელშიც 1 ჩ/კ ძმარს ჩაასხამთ. 3. კარტოფილი სწრაფად მოიხარშება, თუკი წყალში 1 ს/კ მარგარინს ან კარაქს დაუმატებთ. 4. კენკრა შეგიძლიათ შეინახოთ დასალევი იოგურტის ქილაში – ასე ნაყოფი ცოცხლად და დიდხანს შეინახება. ამასთან ადვილადაც გადმოყრით. 5. არასოდეს მოაყაროთ მარილი უმ ხორცს, თორემ ასე ხორცი დროზე ადრე გამოუშვებს წვენს და პროდუქტი მშრალი გამოვა. აჯობებს მარილი ხორცს მოხარშვამდე 10 წუთით ადრე გაუკეთოთ. 6. თევზი რომ არ დაგეწვეთ და არ გამოგიშრეთ, ტაფას კი არ წაუსვათ ზეთი, არამედ თავად თევზს. 7. იმისათვის, რომ ხახვმა კერძის მომზადებისას უსიამოვნო სუნი არ გაუშვას, დაამარილეთ და შემდეგ მოხრაკეთ საშუალო ცეცხლზე! 8. ტაფის ზედაპის მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი, რათა ცხიმმა გაცხელებისას შხეფები არ გაუშვას. 9. თაფლის გაცხელება არ შეიძლება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამას სწორად გააკეთებთ, თაფლი შეინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს – მოათავსეთ ქილა ცხელწყლიან ჭურჭელში და ასე შეათბეთ თაფლი. 10. იმისათვის, რომ ერბოკვერცხი ფუნფულა გამოგივიდეთ, გამოიყენეთ ერთი ეშმაკობა. დაუმატეთ ათქვეფისას ცივი წყალი (5 კვერცხზე 2 ს/კ წყალი) და კარგად ათქვიფეთ. 11. ნამცხვარი ფაფუკი და ნაწი გამოგივათ, თუკი ფქვილთან ერთად ცოტაოდენ სახამებელსაც დაუმატებთ. 12. იმისათვის, რომ ჭარხალი მალე მოიხარშოს, ადუღეთ ის ნახევარი საათი, შემდეგ გადაუღვარეთ წყალი და შეუშვირეთ რაღაც დროით ცივ წყალს. 13. იმისათვის, რომ ბეზე კარგად ამოვიდეს, გააცივეთ ცილა მაცივარში, ხოლო თქვეფისას დაუმატეთ ლიმონის წვენი. მაგრამ კვერცხის გულს პირიქით, სითბო უყვარს, იმისათვის, რომ კარგად აითქვიფოს. 14. ღვიძლი რომ რბილი და წვნიანი გამოვიდეს, დაალბეთ ის მომზადებამდე რძეში, შემდეგ ამოავლეთ ღვიძლის ნაჭერი მარილიან და სანელებლებიან ფქვილში და შეწვით ტაფაზე 3 წუთის განმავლობაში. 15. იმისათვის, რომ სტაფილომ თავისი არომატი შეინარჩუნოს, მოხარშეთ ის 5-10 წუთი მაღალ ცეცხლზე, და ხარშვის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე, დაუმატეთ მარილი.